რუსთავში სუს-თან აქციაზე 4 პირი დააკავეს

2021-11-12 14:29:57

რუსთავში, სუს-სთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან "გირჩი-მეტი თავისუფლების" რუსთავის ორგანიზაციის წევრები ირაკლი კუკანია, დაჩი გიორგაძე და ვანო ჩუთლაშვილი.

ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წევრი მათე მგელაძე.

როგორც მგელაძემ "ინფო რუსთავს" პირდაპირ ეთერში განუცხადა, ის მხოლოდ ფოტოს გადაღებისთვის დააკავეს.

"უბრალოდ ფოტოსურათი გადავუღე მანქანას და ამასთან დაკავშირებით მაკავებენ", - განაცხადა მგელაძემ.

რაც შეეხება კუკანიას, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის ვიცე-მერობის კანდიდატი საკუთარ ავტომობილთან ერთად ევაკუატორით  საჯარიმოზე გადაიყვანეს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ დააკავეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოთხივე პირი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები