რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2021-11-12 14:20:44

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

დადიანის ქ. N 9ა წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 12 ნოემბერს 14:40-დან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძე, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას თავისი გასასვლელებით, თბილისის, იალგუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის 1-29-ის ჩათვლით, მელიქიშვილის, დადიანის, ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის, გზირიშვილის, კიკვიძის, ლესელიძის ჩიხებით და გასასვლელებით, შიო არაგვისპირელის და კლდიაშვილის ქუჩის კენტებს.