ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის ვიცემერობის კანდიდატი, ირაკლი კუკანია პოლიციამ დააკავა.
“გირჩი მეტი-თავისუფლების” წევრი ირაკლი კუკანია რუსთავის სუს-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საკუთარი ავტომობილით საჯარიმოზე გადაიყვანეს, სწორედ იქ მოხდა მისი დაკავებაც.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ირაკლი კუკანიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობის შესასვლელი ავტომობილით ჩახერგა.