რუსთავში სუს-ის შენობის შესასვლელი ჩახერგეს [video]

2021-11-12 12:39:53

რუსთავში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს ირაკლი კუკანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობის შესასვლელი ავტომობილით აქვს ჩახერგილი.

ირაკლი კუკანიასთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ სამართალდამცავები, თუმცა "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ამაზე უარს აცხადებს და ავტომობილზე გამოკრული აქვს ბანერი წარწერით "კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს".

აქცია პერფომანსის დროს რუსთავში სუს-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი ახალგაზრდა იქვე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მათე მგელაძე. ჯერ-ჯერობით უცნობია სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს, თუ ტერიტორიას განარიდეს.

პარტიის სხვადასხვა ლიდერებმა რუსთავის გარდა, სუს-ის შენობების შესასვლელი ჩახერგეს თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავშიც.

„დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეთა მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი , რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.