ბორჯომის ტყეში ბენზინის 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს

2017-08-23 13:36:15

ბორჯომის ხეობაში, ტყეში ბენზინის 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს.

"დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა, ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება
" - წერს თავის ფესიბუქ გვერდზე აკა სინჯიკაშვილი.