რუსთავში კოვიდ19-ს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა

2021-11-10 18:48:48

რუსთავის ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსს 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამივე მათგანი მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდნენ. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გარდაცვლილებს შორის სამივე მამაკაცია.

ორი მათგანი 65 წლის იყო, ხოლო მესამე  78 წლის.

ბოლო ორ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრსა და ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში.