ნინო ლაცაბიძე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

2021-11-10 15:52:04

„პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება და ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას’’, - ამის შესახებ რუსთავის მომავალმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა,  რუსთავში მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის კუთხით ახალი სტანდარტები დაინერგება, გაგრძელდება მიმდინარე და განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

„პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება და ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას.

რუსთავში მუნიციპალური სერვისების განხორციელება ახალ ეტაპზე გადავა და ახალი სტანდარტები დაინერგება, მნიშვნელოვანია  მოქალაქეებმა იგრძნონ ძლიერი  სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით მუნიციპალური მხარდაჭერა, ასევე გაგრძელდება და განხორციელდება როგორც მიმდინარე, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

აუცილებელია, რომ მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე ორიენტირებული, უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური გახდეს.

მსგავსი ტიპი შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს შეიძენს, მუდმივად გვექნება კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან და ერთად შევძლებთ ჩვენი გუნდის მხრიდან გაჟღერებული თითოეული პროექტის განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას", - განაცხადა ლაცაბიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურის შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ესწრებოდა მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.