რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-11-09 19:39:15

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ზედგენიძის, ბელიაშვილის, მაზნიაშვილის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.