ეპიდმდგომარეობა რუსთავში

2021-11-09 18:45:13

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 49 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 162 პირი შემოწმდა.

ინფიცირებულებს შორის ვირუსი 7 პირს "პსრ" კვლევით დაუდგინდა.

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

მათ შორის 5 ადამიანს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 204 პირი გამოიკვლიეს.