რუსთავში რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

2021-11-09 14:33:15

რუსთავის მასშტაბით 5 სკოლა სწავლების სრულ დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, მიზეზი სკოლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კორონავირუსი დადასტურება გახდა.

ხეჩიკაშვილის თქმით, უკვე დახურულია მე-5 საჯარო სკოლა, ხოლო მე-7, 21-ე, 23-ე და 24 სკოლებზე განათლების სამინისტროში გაგზავნილია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები