რუსთავის 5 ბაგა-ბაღში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
ვირუსის დაფიქსირების გამო მე-10 და მე-11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2 ჯგუფი დაიხურა.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, კორონავირუსის შემთხვევების გამო სრულად დაიხურა 23-ე, 31-ე და 43 საბავშვო ბაღები.