კოვიდ19-ის 7 მსხვერპლი რუსთავში

2021-11-08 19:49:34

რუსთავის კოვიდკლინიკებში გასული 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციას კიდევ 7  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია თავად სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.

1 პაციენტი გარდაიცვალა, კლინიკა რუსთავში. როგორც კლინიკაში განმარტავენ, გარდაცვლილი 74 წლის ქალი იყო.

3 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. მათ შორის 1 ქალია, 2 კი მამაკაცი. გარდაცვლილების ასაკი 70-დან 80 წლამდეა.

კორონავირუსს მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრშიც 3 პაციენტი ემსხვერპლა. სამივე მათგანი ქალია და ისინი 80 წლამდე ასაკის იყვნენ.

როგორც კლინიკებში აცხადებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთი პაციენტი არ ყოფილა აცრილი.