რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი იყო მობილიზებული

2021-11-08 18:11:55

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს.

რუსთავის ციხესთან ცოტა ხნის წინ ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება სამედიცინო კონსილიუმმა და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ დატოვეს, რომლის თქმითაც კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გადაუდებლად საჭიროებდა მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანას.