რუსთავში ხმაურის გამო იჩივლეს

2021-11-10 13:40:53

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში მოქალაქემ ხმაურის გამო იჩივლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მიაწოდეს. 

როგორც მიკრორაიონის მცხოვრები აცხადებდა, ღამის საათებში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სამშენებლო სამუშაოებიდან ტექნიკის ხმა აწუხებდა. აღნიშნულის შესახებ მან მერიის ზედამხედველობის სამსახურს შეატყობინა.

როგორც "ინფო რუსთავს" ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, ჯგუფი ადგილზე მივიდა, თუმცა ღამის საათებში ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არ დაფიქსირდა.