რამდენი აცრა ჩატარდა რუსთავში

2021-11-07 12:52:32

6 ნოემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო 58 000 აცრა ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა მიაწოდა.

ბეგაშვილის ინფორმაციითვე, აქედან სრულად ვაქცინირებული, ანუ ორჯერადად აცრილია 27 000 პირი.

ინფორმაციისთვის, რუსთავში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ასევე, ქალაქში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი ცენტრებიც, რომლებიც მოსახლეობას ავტობუსებში აცრის საშუალებას აძლევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 003 963 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 048 619 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %. სრულად ვაქცინირებულია 952 248 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.