ვითარება რუსთავის ციხესთან

2021-11-07 00:21:57

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, აქტივისტების ნაწილმა კარვები გაშალა და ღამის იქ გათენებას აპირებენ.

ამასთან, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. აქტივისტებმა რუსთავის ციხის წინ გაშლილი კარვები გზის მოპირდაპირე მხარეს გადაიტანეს.

ცნობისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გზა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამო იყო გადაკეტილი.

ენმ-მ ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.