მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-11-06 23:38:48

10 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 7 ნოემბერი +17°C, 8 ნოემბერი +17°C, 9 ნოემბერი +18°C, 10 ნოემბერი +18°C.