რუსთავში ჭაში ქალი ჩავარდა

2021-11-06 23:35:14

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ქალი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო.

არსებული ინფორმაციით, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმზ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის განცხადებით, 70 წლამდე პაციენტმა, რომელსაც გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნებოდა, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, კლინიკა დატოვა, თუმცა ის საშუალო სიმძიმის იყო და საჭიროებდა სტაციონარიზაციას.

შეგახსენებთ, ციხესთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა კიდევ ერთი პირი. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანამდე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში გარდაიცვალა.