იაღლუჯის ფერდობიდან იშვიათი ფრინველი გაუშვეს [video]

2021-11-06 15:32:15

მონადირეებმა იაღლუჯის ფერდობიდან იშვიათი ფრინველი, კაკაბი გაუშვეს. [ვიდეო/video]

როგორც ერთ-ერთმა მონადირემ, ალეკო ილარიონმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რუსთავის ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი სხვადასხვა სახეობის ფრინველის გაშვება გაგრძელდება. 

"დღეს მოხდა რუსთავის ტერიტორიაზე კაკბის გაშვება, ჩვენს ქალაქს დავუბრუნეთ ეს შესანიშნავი ფრინველი, იყო დრო რომ აქ გვყავდა კაკაბი, მაგრამ ცუდმა ადამიანებმა გააქრეს და პირველად რუსთავში ბუნებაში მოხდა კაკბის გაშვება. ეს მოვიფიქრეთ მონადირეებმა, მხარი ავუბით ერთმანეთს და ჩვენს შვილებს, პატარა თაობას გავაშვებინეთ კაკაბი, რომ მათ ისწავლონ ბუნების სიყვარული.

ამ ეტაპზე გავუშვით 37 ფრინველი, აქედან 15 წყვილია და ვფიქრობთ, რომ გაზაფხულეზე ჩავამატოთ ფრინველები", - განაცხადა ალეკო ილარიონმა.