რუსთავის ციხეში სპეცრაზმი შევიდა

2021-11-06 14:57:15

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცრაზმი შეიყვანეს.

"ინფო რუსთავმა" გადაიღო ავტობუსი, რომლითაც ციხეში დამატებითი საპოლიციო ძალები შევიდა.

ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოითხოვნით აქციაა დაგეგმილი.

პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ დილიდან მიმდინარეობს აქციისთვის სამზადისი.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სრული მობილიზებაა.