"მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა"

2021-11-05 23:39:42

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საჭიროა დამატებით კიდევ სამი დარგის სპეციალისტი შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ ნახონ და გასინჯონ ექსპრეზიდენტი.

პირადი ექიმის თქმითვე, სააკაშვილს სავარაუდოდ ყურის ანთება აქვს, რამაც მისი შეფასებით, შესაძლოა ცუდ შედეგი მოიტანოს.

"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ. აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა დამატებით სამი კონსულტანტის გამოძახება - ოფთალმოლოგი, ლარინგოლოგი და კარდიოლოგი. პრობლემა უფრო და უფრო რთული ხდება. არ ვიცი ამ ორგანიზაციაში როგორ გავაგრძელო მკურნალობა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მოვიყვანეთ ორი სპეციალისტი, ერთი არის ნევროპათოლოგი, რომელიც შემოვიდა თავისი პატარა ჩაქუჩით და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. გვჭირდება დამატებითი აპარატურა. აღმოჩნდა, რომ არის პრობლემა სინუსიტიში, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, - სინუსიტი არის ანთება. შეიძლება ჰქონდეს შუა ყურის ანთება, რომელმა შესაძლოა ძალიან სავალალო შედეგი გამოიწვიოს. 21-ე საუკუნეში ასე შეიძლება მკურნალობა?! დავანებოთ თავი პრეზიდენტი არის, არ არის პრეზიდენტი", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ასევე, ყიფშიძემ კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე სააკაშვილის მხრიდან ფაფების მიღებასთან დაკავშირებით.

"მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, - აღნიშნა ყიფშიძემ და განაგრძო, - მე არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერები", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.


„მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, - აღნიშნა ყიფშიძემ და განაგრძო, - მე არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია“.