აცრილთა და აუცრელთა გარდაცვალების სტატისტიკა

2021-11-04 14:10:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში აცრების დაწყებიდან დღემდე 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არავაქცინირებული 98.95% იყო.

"15 მარტიდან, ანუ, რაც აცრები დაიწყო, 30 სექტემბერის პერიოდში, სულ ქვეყანაში, სამწუხაროდ, COVID-19-ისგან გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში, არავაქცინირებული იყო 98.95%, ანუ, 1.05% იყო ვაქცინირებული.  

18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60-დან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში - 97.8%. ეს საერთო ციფრებია იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ.