ბორჯომში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ დაბას საავტომობილო გზას და საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა. ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.
როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი უსაფრთხოების მიზნით, სახლების დატოვებას აპირებენ. მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის ნივთებს ალაგებს და უსაფრთხო ადგილზე გადასვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, სოფელ დაბას ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ცდილობენ