"გავიგეთ აფეთქების ხმა" [video]

2021-11-03 17:20:59

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ხანძარია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი კვამლი.

მათივე ინფორმაციით, სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი. ასევე  პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.