რუსთავში 32-ე ბაგა-ბაღი დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა მიაწოდა.
როგორც ხუციშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, მიზეზი გახდა ის, რომ სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისივე ინფორმაციით, კოვიდ19-ის შემთხვევა დაფიქსირდა 27-ე ბაღშიც, თუმცა, ხუციშვილის განმარტებით, სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს კონტაქტების მცირე წრე ჰქონდა და აღნიშნულ ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფში შეჩერდა.
პროცესი 2 კვირის შემდეგ განახლდება.