ინდოეთში 60 წლის ქალს თავს ღორები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბიბი ჯანი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში ორი ღორი თავს დაესხა. ცხოველებმა ქალი თავისა და მხრების არეში დაკბინეს. აგრესიული ცხოველები ქალს გამვლელებმა მაისურებისა და ჯოხების გამოყენებით მოაშორეს. ბიბი ჯანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დაკბენილი ადგილები დაუმუშავეს.
შემთხვევა თვითმხილველმა მობილურით გადაიღო. სავარაუდოდ, ცხოველის აგრესია მათი ნაშიერებისადმი დაცვის ინსტიქტმა გამოიწვია.
ინდოეთის ამ რაიონში ერთი კვირის განმავლობაში ღორების მიერ ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა უკვე მესამედ დაფიქსირდა. აქამდე ღორები თავს სამი წლის ბავშვსა და ინდოელ მასწავლებელსაც დაესხნენ. ნახეთ ვიდეო.