წაღვერში ხანძარი გაძლიერდა. სოფელ დაბას მოსახლეობა "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და გვთხოვა რომ გავავრცელოთ ინფორმაცია თუ რა ხდება სოფელში. როგორც ადგილობრივები ყვებიან ცეცხლი სოფელს მიუახლოვდა, ისინი უკვე ცდილობენ სახლები დატოვონ და სოფლიდან გავიდნენ. მათი თქიმთ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნივთებს ალაგებს მანქანებში, გაჰყავთ პირუტყვი და სოფელს ცლიან. ნახეთ ვიდეო.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი. შებინდებამდე იყო მცდელობა რომ ვერტფრენების მეშვეობით ჩაექროთ ცეცხლი თუმცა ცუდი ხილვადობის გამო ვერტფრენებმა სამუშაოები შეწყვიტეს. აღსანიშნავია რომ ქართველ მაშველებს აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურის ვერტფრენიც ეხმარეობოდა. მეხანძრეები აცხადებენ რომ იმის საშიშროება რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტზე გავრცელდეს არ არსებობს.