წყალმა შადრევანივით ამოხეთქა (ვიდეო)

2017-08-21 12:20:36

მოდებაძის ქუჩაზე წყალმა შადრევანივით ამოხეთქა, ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავცელდა. როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს XVII მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მილიდან წყალი დაახლოებით 1 საათი მოედინებოდა. ადგილზე კომპანია "რუსთავის წყალის" თანაშრომლები მივიდნენ რომლებმაც წყლის ჩაკეტვა მოახერხეს. დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, თუმცა წყალი გზის სავალ ნაწილზე არ გადმოსულა. ნახეთ ვიდეო.