ცენტრალური ქუჩა დაიტბორა (ფოტოები).

2016-11-27 13:50:57

ჭყონდიდელის დასახლებაში, ცენტრალური ქუჩა დატბორილია. როგორც "ინფო რუსთავისთვის" არის ცნობილი მცხეთის ქუჩაზე გუშინ წყლის მილის დაზიანება მოხდა, რის შემდეგაც წყლის ნაკადი რჩეულიშვილის ქუჩაზე გადავიდა და მოხდა აღნიშნული ტერიტორიის დატბორვა. კომპანია "რუსთავის წყალში" გვითხრეს რომ ამ მომენტისთვის ადგილზე ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის ჭყონდიდელის დასახლებას წყალი არ მიეწოდება, სალიკვიდაციო სამუშაოები სავარაუდოდ 18 საათისთვის დასრულდება რის შემდეგაც მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.