გერმანიის ქალაქ მემინგემიდან ქართველი მგზავრები სამშობლოში ისევ ვერ ბრუნდებიან. 180 მგზავრიდან ნაწილი დორტმუნდის აეროპორტში გადაიყვანეს, ნაწილი მიუნხენის აეროპორტში, თუმცა მათი საქართველოში დაბრუნების ზუსტი დრო ჯერ კიდევ უცნობია. როგორც მგზავრები აცხადებენ მათ შეპირდნენ რომ 24 აგვისტოს თბილისში ჩამოიყვანენ, ნაწილს კი სამშობლოში 26 აგვისტოს დააბრუნებენ. პრობლემას ის წარმოადგენს რომ მგზავრების დიდ ნაწილს საარსებო თანხა არ გააჩნიათ, თან ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები და როგორც აცხადებენ უკვე რამდენიმე საათია საჭმელიც არ მიუღიათ. აეროპორტის თანამშრომლებმა მათ მხოლოდ წყალი და ღამის გასათევად რამდენიმე ლეიბი მიუტანა. "ინფო რუსთავისთვის" ცნობილია რომ მგზავრებს შორის არიან რუსთაველებიც, ისინი სამშობლოში 26 აგვისტოს დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ რომ რეისი მემინგემი-ქუთაისი "ვიზეარის" კომპანიას 19 აგვისტოს უნდა შეესრულებინა. კომპანიამ მოულოდნელად რეისი გააუქმა და 180 მგზავრი უყურადღებოდ დატოვა, მათი ნაწილი "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და ინფორმაციის გავცელება სთხოვა - ნახეთ ვიდეო.