რუსთავის ორ ბაგა-ბაღში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
მე-6 ბაღში ვირუსი აღსაზრდელს, 22-ეში კი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს დაუდასტურდა.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მე-6 ბაღში კონკრეტული ჯგუფი დაიხურა, 22-ე სააღმზრდელო დაწესებულების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება კი მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც თანამშრომლის ტესტის პასუხი "პისიარ" კვლევითაც გადამოწმდება.