2017-08-20 15:48:51
სიღნაღში ავტორბოლაში მანქანა დაიწვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც წნორი - სიღნაღის მონაკვეთზე აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ეტაპი იმართებოდა. "სუბარუს" მარკის ტიპის ავტომობილის აალება, სავარაუდოდ, ძრავაში ზეთის მილის დაზიანებამ გამოიწვია. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.