ქართველი ბიჭის ემოციები ამერიკულ სკოლაზე

2017-08-20 14:39:50

გიორგი ორკოდაშვილი "ფლექსის" გაცვლითი პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა. ამერიკაში ჩასვლის და სკოლაში მისვლის შემდეგ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა - "ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ. 1 კვირაა უკვე რაც სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცოდი ამერიკული სწავლის სისტემის შესახებ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება მაგრამ მაინც დიდი სიხარულით მივდივარ სკოლაში. კომპიუტერები დაგვირიგეს და ყველა საგანში ვიყენებთ, საშინაო დავალებებს ელექტრონულად ვუგზავნით და დედლაინები გვაქვს, მაგალითად 7:24–მდე ან 8:29 მდე, თუ 1 წამით მაინც დამაგვიანდა, მინულდება ის დავალება. ყველა კლასში პროექტორია, ყველა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია. გაკვეთილები ძალიან სახალისო და ინფორმაციულია – არც ერთი საკითხის მოწოდება ჩვეულებრივი მეთოდით არ ხდება – სულ თამაშები, აქტივობები, საინტერესო დავალებები. თავი ტრენინგზე მგონია ხოლმე. საგნები კი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა – უმეტესი საგანი კი ისეთია, ყოველდღიურად რომ გამოიყენებ – პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, კომუნიკაციების ხელოვნება, საკუთარი ფსიქოლოგია, თვით–მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ყველა საგანი მე ავარჩიე და მხოლოდ იმას ვსწავლობ, რაც მაინტერესებს და ვთვლი რომ გამომაგდება. ერთ–ერთი საგანი ლიტერატურა მაქვს აღებული და რა თქმა უნდა არც ლექსებს გვაზეპირებინებენ და არც მოთხრობების მოსაყოლად სწავლას გვთხოვენ. ვკითხულობთ წიგნებს, განვიხილავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაშ გადმოგვაქვს, ვიდეოებს ვამზადებთ, დისკუსიები გვაქვს, წარმოდგენებს ვდგავთ, ფილმებს ვუყრებთ და წიგნს და ფილმს ერთმანეთს ვადარებთ. და ამ სწავლის სისტემის მეშვეობით, ყველა მოსწავლე ვინც გავიცანი, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, იციან რა უნდათ, მუშაობენ, საკუთარი ფული აქვთ, ზოგი უნივერსიტეტისთვის აგროვებს ფულს, ზოგი მანქანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18–ის არ არიან, უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება და მათ ფულს აღარ იყენებენ. ხოდა ასე, სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ იგივე განათლების სისტემა გვაქვს რაც საბჭოთა კავშირში გვქონდა, არც ახალი საგნები გვინდა და არც განსხვავებული სწავლის მეთოდები. სამაგიეროდ იმაზე ვფიქრობთ რა ფერის ვაშლი ჯობია სკოლაში დასარიგებლად.

მოკლედ, ძალიან, ძალიან მინდა მალე საქართველოშიც იყოს ასეთი სწავლა და საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებიც მივყვეთ მსოფლიოს განვითარებას."