გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა

2021-10-23 16:31:29

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში იმყოფებოდა.

მან მედიასთან არ ისაუბრა თუ რა იყო განხილვის თემა სააკაშვილთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილის სანახავად მასთან მრავალწლიანი მეგობრობის გამო მივიდა.

„რაც შეეხება იმას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ თუ არა, წყალსაც წაუღია. ყველა პარტიასა და იმ ბალაგანზე წინ, რასაც პოლიტიკა ჰქვია, დგას მეგობრობა და მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. მისი გზავნილი იყო, რაც მე მითხრა და რაც კარგად დავიმახსოვრე“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.