რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-10-22 19:45:09

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 46 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 173 პირი შემოწმდა.

11 პირს ვირუსი კლინიკაში "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში. აქედან 6 "პისიარ" კვლევის შედეგად გამოვლინდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 202 პირი გამოიკვლიეს.