რუსთავში მოზარდს ეძებენ [photo]

2021-10-22 00:18:04

რუსთავში 13 წლის ლუკა შოთაძე დაიკარგა.

როგორც მოზარდის მამამ “ინფო რუსთავს” განუცხადა, 13 წლის ბიჭი დილის საათებში სკოლაში გაუშვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ მისულა.

“დილით 8 საათზე გამოვიდა სახლიდან, როგორც ყოველდღიურად გამოდის.

ვცხოვრობთ ძველ რუსთავში, სახლიდან გამოსასვლელთან არის სამარშრუტო ტაქსების გაჩერება, ჯდება და მოდის სკოლაში. ჩამოდის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადმოდის გადმოსასვლელზე და ადის მე-7 სკოლაში. მშობლების ინსტინქტიდან გამომდინარე, სკოლის დამთავრების პერიოდი როცა არის ხოლმე, ბავშვი სახლში რომ მიდის, ვურეკავთ ხან მე, ხან ჩემი მეუღლე, ხომ მიხვედი, ხომ ყველაფერი მწყობრშია. დღეს რომ მოვიკითხეთ მეც, მეუღლემაც, გავარკვიეთ, რომ ბავშვი სახლში არ არის. დავრეკეთ სკოლაში და დამრიგებელი პასუხობს ჩემს მეუღლეს, რომ დღეს ბავშვი სკოლაში არ მოსულა.

სუსტი აღნაგობისაა, მოკლედ აქვს თმა შეჭრილი, აცვია შავი შარვალი, ლურჯი ბოტასები, შავი სპორტულის ქურთუკი აცვია, რომელსაც აქვს თეთრი ფერის ზოლები. ახურავს ქუდი”, - განუცხადა მოზარდის მამამ “ინფო რუსთავს”.

მოზარდი თუ შენიშნეთ დარეკეთ 112-ზე.

არასრულწლოვნის ძებნის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინაროებს. საძიებო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები