პარლამენტში მინისტრების დამტკიცების დროს, ირმა ინაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ირმა ინაშვილი - "ჩვენ ქვეყნისთვის საზიანო კურსის მომხრეები ვართ? ცდებით ბატონო გიორგი. თქვენ ჭუბერის გზაზე არ მინახიხართ, სხვათა შორის ბოკერია მოდიოდა იმ გზაზე, სამართლიანობა მოითხოვს ეს ვთქვა. თქვენ არ უნდა დაყოთ პოლიტიკური სპექტრი კლასებად". ოპოზიციონერი ვიცე სპიკერის გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირმა ინაშვილმა პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის წევრებთან ერთად დარბაზი დატოვა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა არ გამოუცხადა.