ხანძრის შედეგად დაზარალებულები ისნის ბაზრობაზე შეუშვეს (ვიდეო)

2017-08-19 17:16:45

ისანში, ე.წ დაშლილი ავტომობილების  ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ტერიტორიაზე შეუშვეს. პოლიცია ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას 2-2 ადამიანს აძლევდა, მათ კომერციული ობიექტების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

გარდა ამისა, დაზარალებულები ბაზრობის დირექციას - შპს ,,ტრანსსერვისის" დირექტორს ბექა მახარაძეს შეხვდნენ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მოვაჭრემ განაცხადა, კომპანია ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ეცდება გარკვეული დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.

შეგახსენებთ ისანში მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობას ცეცხლი დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე გაუჩნდა რა სიტუაცია დახვდათ მოვაჭრეებს დამწვარ ბაზრობაზე – ნახეთ ვიდეო.