რუსთავის ციხეში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

2021-10-19 18:33:42

რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული პატიმრების მშობლები მომხდარის დროულად გამოძიებას მოითხოვენ.

მათი თქმით, ხანძრის გაჩენისთანავე იუსტიციის სამინისტროს მიმართეს დაუყოვნებლივ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია. მოთხოვნებს შორისაა ციხეში დამონტაჟებული კამერებიდან ვიდეო კადრების გასაჯაროებაც.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.