მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2017-08-18 22:11:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 – 23 საქართველოში მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იქნება შედარებით მაღალი ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და მცირე ნალექი. ნახეთ როგორ ტემპერატურას ვარაუდობენ სინოპტიკოსები რუსთავსა და ბათუმში.

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 19 აგვისტო +34°C, 20 აგვისტო +34°C, 21 აგვისტო +35°C, 22 აგვისტო +36°C, 23 აგვისტო +36°C.

ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 19 აგვისტო +31°C, 20 აგვისტო +31°C, 21 აგვისტო +31°C, 22 აგვისტო +29°C, 23 აგვისტო +27°C.