რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძარის შედეგად გარდაცვლილი პატიმრები რომან ქრისტესიაშვილი და ილია ხიპაშვილი არიან.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, გარდაცვლილი მამაკაცებიდან ერთი 39, მეორე კი 48 წლის იყო.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა ციხეში 17 წელი გაატარა და საპატიმროს 9 თვეში ტოვებდა.
შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული. ასევე, ხანძრის შედეგად დაშავებულია 3 პირი, აქედან 2 პატიმარი, ერთი კი "ილი ჯგუფის" თანამშრომელია.