ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს. დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე, დიუსელდორფსა და ათენში გადასცა.
მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებს პროცესს მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლმა გაუწია.
"დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა." - აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.