რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ორი პირი ემსხვერპლა. ორივე გარდაცვლილი პატიმარია.
"ინფო რუსთავს" აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშოაბდა.