თბილისი სენაკი ლესელიძის 480 კილომეტრზე სოფელ წითელუბნის გადასახვევიდან რამდენიმე მეტრში ექსკავატორი, რომელიც სატვირთო ავტომობილს გადაყავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, ექსკავატორი ამწეს მეშვეობით ამოიტანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.