რუსთავის 5 ბაგა-ბაღში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

2021-10-11 16:31:07

რუსთავის 5 ბაგა-ბაღში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

ხუციშვილის თქმით, მე-11 და 25-ე ბაღებში ვირუსი აღმზრდელებს დაუდასტურდათ, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაიხურება.

ხოლო 23-ე და 41-ე ბაგა-ბაღში ვირუსი აღსაზრდელებს გამოუვლინდათ და მათთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი კარანტინში გადავა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები