რუსთაველმა მორაგბეებმა მიმდინარე წელს ბოლო მატჩი გამართეს, მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრა სადაც "ხარები" "სტუ"-ს დაუპირისპირდა ავჭალის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა თავიდანვე რუსთაველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა და "ხარები"-ს გამანადგურებელი გამარჯვებით 161:0 დასრულდა. "ხარებმა" კლუბის არსებობის ისტორიაში აღნიშნული ანგარიშით საკუთარი რეკორდი მოხსნეს, ასთი სხვაობით გუნდს ჯერ არ მოუგია. საქართველოს ჩეპიონატი პირველ ლიგაში თებერვალში განახლდება.