რუსთავის საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, სწავლის საკლასო ოთახებში განახლების შემდეგ, სხვადასხა სკოლაში დადასტურდა კორონავირუსის 6 შემთხვევა.
ვირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული #25 საჯარო სკოლაში, სადაც ინფიცირებულები მოსწავლე და დაწყებითი კლასის მასწავლებელი არიან.
კოვიდ19 დადასტურდა 21-ე და 23-ე საჯარო სკოლებშიც, სადაც ვირუსით ინფიცირება მოსწავლეებს გამოუვლინდათ.
თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ზოგადაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ კონკრეტული კლასები გადავიდნენ/გადადიან.