ნინო ლაცაბიძის ბრიფინგი [video]

2021-10-05 22:01:48

პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო დესტრუქციის მიუხედავად, არჩევნებში მნიშვნელოვანი შედეგი დადეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რუსთაველებს მხარდაჭერისთვის. პარტიამ და ჩვენმა გუნდა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქალაქში ყოფილიყო მშვიდი და საქმიანი გარემო. რუსთავის განვითარების აუცილებელ გეგმებზე ორიენტირებული კამპანია. ოპოზიციური პარტიები უპრეცენდენტო დესტრუქციის მიუხედავად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დავდეთ. მე მჯერა და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას განვითარების შესაძლებლობებისთვის და დარწმუნებულები ვართ, მეორე ტურში ერთად დგომითა და მაქსიმალური მობილიზაციით ჩვენი გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ",- განაცხადა ლაცაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიი შედეგების მიხედვით, რუსთავში 50%+1-ის ზღვრის გადალახვა მერობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, რის გამოც მეორე ტური გაიმართება.

არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობას საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე მიიღებენ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები