"გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს" [video]

2021-10-05 18:25:08

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მისი მეუღლე, ლიზა იასკო შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსულმა უკრაინის რადას დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

"ვფიქრობ, საქართველო ბედნიერი უნდა იყოს რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის. საკუთარი ხალხის სიყვარულისთვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. ვამაყობ ადამიანით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს. ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც ასე გჭირდებათ. ის პოლიტიკური პატიმარია და არ ეთანხმება ბრალდებებს. ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის, ქვეყნის მომავალი და მიშა უნდა დაიცვათ თქვენც. ამასთანავე, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და უკრაინისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს,"- ამბობს ლიზა იასკო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე მეხუთე დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილს გამოცხადებული აქვს შიმშილობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები