რუსთავში ნინო ლაცაბიძემ "ქართულ ოცნებაზე" მეტი ხმა მიიღო

2020-10-05 14:17:32

რუსთავში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე პარტია "ქართულ ოცნებას".

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ლაცაბიძემ იმ პარტიაზე 4 161 ხმით მეტი მიიღო, რომელმაც ის მერობის კანდიდატად წარადგინა.

ბოლო მონაცემებით, ხმათა რაოდენობა ასეა გადანაწილებული:

"ქართული ოცნება" - 18 172 ხმა (36.25%);
ნინო ლაცაბიძე - 22 333 ხმა (44.8%).

აღსანიშნავია, რომ პროპორციული ნაწილში მიღებული 36.25%-ით, მმართველმა პარტიამ რუსთავში, სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები